თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა, მოწვეულ სტუმრებთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, საკლასო ოთახები, STEM აუდიტორია დაათვალიერა და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე მოსწავლეთა ლიტერატურულ ნამუშევრებსა და ნახატებს გაეცნო. გივი მიქანაძე ასევე დაესწრო მოსწავლეთა მონაწილეობით გამართულ თეატრალურ წარმოდგენას.

ღონისძიება სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წევრების, მოსწავლეებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, სასულიერო პირები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები