ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შემდეგ ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა უვნებელი ამოიყვანეს. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და ამ დროისთვის ნანგრევებიდან სამი ცხედარია ამოსვენებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამი ცხედრიდან ორი ქალბატონი და ერთი მცირეწლოვანია.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს სამი პირის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

