აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლულებსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის მედიაციას 4 წლის განმავლობაში უწევდა, რათა მხარეებს შორის მორიგება შემდგარიყო.

მათივე ინფორმაციით, 11 ნოემბერს გამართულ უკანასკნელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი.

„ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცოლ-ქმარი, თბილისში, მათსავე საცხოვრებელ კორპუსში, 11 ნოემბერს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები