ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვააგნ დარბინიანი, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ეშტიაში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სასოფლო გზის ასფალტირების სამუშაოებს გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლების კეთილმოწყობა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობების შექმნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

