აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაშიც გაიმარჯვეს და ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი ვადის განმავლობაში კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაშიც გაიმარჯვეს, რითაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი ვადის განმავლობაში კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს.

ხმების დათვლა სრულად არ არის დასრულებული, თუმცა „დემოკრატები“ რომ კონგრესის ორივე პალატაში იმარჯვებენ, ეს უკვე აშკარაა.

ეს „რესპუბლიკური პარტიის“ ისტორიული მარცხია და ისეთი მასშტაბის გამარჯვება, რომელზეც „დემოკრატების“ უმეტესობა რამდენიმე თვის წინ ვერც კი იოცნებებდა, წერს BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის კორესპონდენტი. 

ღამის განმავლობაში „დემოკრატებმა“ მოულოდნელი გამარჯვებების სერია მოიპოვეს „რესპუბლიკელების“ დასაყრდენ შტატებში, მათ შორის ტეხასში, კანზასსა და ოჰაიოში.

პირველ კომენტარებში ტრამპი სოციალურ მედიაში წერს: „მე არ ვიყავი საარჩევნო ბიულეტენში და რომ ვყოფილიყავი, დიდი უპირატესობით გავიმარჯვებდით!“  როგორც ჩანს, პრეზიდენტი საკუთარი პარტიისგან დისტანცირებას ცდილობს – სავარაუდოდ, ეს „რესპუბლიკელებს“ არ მოეწონებათ, – წერს BBC-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები