გარდაიცვალა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე

გარდაიცვალა გიორგი ნემსაძე – საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი.

1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში – ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში – თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწად-ნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში; 2017 წლიდან – საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თაობას ავარჯიშებდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები