ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ქართული საოპერო მუსიკის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე და მერიის და საკრებულოს სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
წარმოდგენილი იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი ქართული საოპერო არიებით.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქართული საოპერო მუსიკის პოპულარიზაცია და რეგიონებში კლასიკური ხელოვნების გატანა.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

