მსოფლიო ბანკმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 7 პროცენტამდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 7 პროცენტამდე გაზარდა. ინფორმაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმოხილვაში გამოქვეყნდა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც გადახედა. მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებით, სწორედ საქართველოა ლიდერი რეგიონში და ყველაზედ მეტად სწორედ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზია გაუმჯობესებული.

წინა პროგნოზთან შედარებით, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა ასე გამოიყურება: საქართველო – 7% (ზრდა 2 პროცენტული პუნქტი); სომხეთი – 6.3 (ზრდა 0.3 პროცენტული პუნქტი); აზერბაიჯანი – 1.2 (კლება 0.8 პროცენტული პუნქტი); ყაზახეთი – 4.6% (უცვლელი დარჩა); თურქეთი – 2.8% (უცვლელი დარჩა); უკრაინა – 1.2% (უცვლელი დარჩა); რუსეთის ფედერაცია – 0.8% (უცვლელი დარჩა).

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები