ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტიკამისა და ბუზავეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 4კმ.-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანმა, მოადგილე ნაირი ირიციანთან და მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ კარტიკამში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერეს.

ინფრასტრუქტურული პროექტი მოიცავს სოფლების – კარტიკამისა და ბუზავეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 4 კილომეტრამდე მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციასა და მოასფალტებას.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფლებს შორის არსებულ საავტომობილო გზას ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც მოსახლეობისთვის ხელსაყრელ პირობას შექმნის კომფორტული გადაადგილებისთვის.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 1 933 567 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები