საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საგარეო სამხედრო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

2026 წლის 14-16 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც, განხილულ იქნა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით და სხვა წყაროებით საქართველოსთვის დახმარების აღსრულების საკითხები.

საქართველოს მხრიდან, შეხვედრებში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ევროპული სარდლობისა და თავდაცვის და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები