საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცა.
კენჭისყრამდე რეგისტრაცია გაიარა 97-მა დეპუტატმა, ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.
გელა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა. იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებიბაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი იქნება პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას“, – აღნიშნა ბორაშვილის სუს-ის უფროსად წარდგენისას ირაკლი კობახიძემ.

