დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ-პალესტინის საკითხის გარშემო „ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სტრატეგიის“ მიმართ ახალი მიდგომა გამოაცხადა

8 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ-პალესტინის საკითხის გარშემო „ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სტრატეგიის“ მიმართ ახალი მიდგომა გამოაცხადა.

ედ მილიბენდმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციის თანახმად, ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და თანხვედრაშია საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) საკონსულტაციო დასკვნასთან.

აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს „ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სტრატეგიის“ დასაცავად.:

– აიკრძალება არალეგალურ ისრაელის დასახლებებში წარმოებული ან მიღებული საქონლით ვაჭრობა;

– მომსახურების სფეროში შემოღებული იქნება ახალი სამართლებრივი მექანიზმები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ, ამარტივებენ ან ფინანსურ სარგებელს იღებენ არალეგალური დასახლების საქმიანობიდან;

– აიკრძალება არალეგალურ დასახლებებში მდებარე მიწის ნაკვეთებისა და უძრავი ქონების რეკლამირება და პოპულარიზაცია;

– გაძლიერდება დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გლობალური სანქციების რეჟიმი, რათა სანქციები დაეკისროთ იმ პირებს, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს როგორც პალესტინაში, ისე მსოფლიოს სხვა რეგიონებში;

– არსებული გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქციები დაუწესდებათ რამდენიმე ექსტრემისტ ჩასახლებულს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ან წაახალისეს ძალადობრივი ქმედებები პალესტინელი თემის წინააღმდეგ.

ეს ნაბიჯები ასახავს დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიციას საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ორ-სახელმწიფოიანი გადაწყვეტის მხარდაჭერის მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ზომები წარმოადგენს პასუხს ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებზე და მიზნად ისახავს იმ პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებას, რომლებიც მონაწილეობენ დასახლების გაფართოებასა და დასახლებებთან დაკავშირებულ ძალადობაში, და არ არის მიმართული ისრაელის ხალხის წინააღმდეგ.

ამასთან, დიდი ბრიტანეთი კვლავაც ერთგული რჩება გაერთიანებულ სამეფოსა და ისრაელს შორის ძლიერი, მრავალმხრივი და ურთიერთსასარგებლო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები