ამ ადამიანმა [ლაზარე ჯორბენაძემ] მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა [ხელისუფლებას] და თავი მოიკლა. ის ადამიანები, რომლებიც მას და მის სიტყვებს იყენებენ, როგორც იარაღს, სწორედ ისინი არიან მისი ყველაზე დიდი მტრები. ადამიანი ასეთი დამძიმებული წავიდა და მნიშვნელოვანია, რომ თუ კი რაიმეს სცემენ პატივს, ამ ადამიანის სული მოასვენონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ადამიანმა ჩაიდინა უდიდესი ცოდვა, მათ შორის, საკუთარი თავის წინააღმდეგ და ჯობს მოასვენონ ადამიანის სული, მით უმეტეს , მძიმეა ამის ყურება, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ ხდება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულაცია. ყველამ იცის ამ საქმის გარემოებები და ცდილობენ მედიასთან ერთად, რომ აიტაცონ ეს თემა. გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მორალურ ზღვარს მიღმაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

