გიორგი ვოლსკი: შვიდი წლის წინ არ ვიფიქრებდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, ქონება ისე დააგროვოს, ამის დეკლარირება არ მოახდინოს და ასეთი მასშტაბის დანაშაული გამოიკვეთოს, მაგრამ ეს მოხდა და მან დანაშაული აღიარა

შვიდი წლის წინ არ ვიფიქრებდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, ქონება ისე დააგროვოს, ამის დეკლარირება არ მოახდინოს და ასეთი მასშტაბის დანაშაული გამოიკვეთოს, მაგრამ ეს მოხდა და მან დანაშაული აღიარა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ცდილობს, საქართველოში ექსტრემისტული პროცესები განვითარდეს, ამ თემას გამოიყენებს.

„„დიფ სთეითი“ იქნება, თუ „ასავალ-დასავალი“, ამ თემას გამოიყენებს. ვინც ცდილობს, საქართველოში ექსტრემისტული პროცესები განვითარდეს, ამას გამოიყენებს. ფრთიანი ფრაზებია – „ზურგში დანა“, „ყელში სამართებელი“. ის ასე ამბობს, ჩვენ – ასე. სხვადასხვა შეფასებაა, მაგრამ ამ შეფასებების და განსხვავებების მიუხედავად, არ იცვლება თავად საკითხის არსი, რომელიც საკმაოდ მძიმეა. აღიარებული და მძიმე დანაშაულია – რეალობაა, რომ ამ დანაშაულის ჩამდენის განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა გამოყენებული. ამას ზურგში დანის ჩარტყმას დაარქმევთ, თუ ყელში სამართებლის გამოსმას, ეს უკვე გემოვნების თემაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები