„მინდა ვაღიარო, რომ როგორც ამ ციხის მაყურებელი უკვე 5 წელია, დიახ ქართველებო უკვე 5 წელია უდრტვინველად იტანთ ჩემს აქ ყოფნას ისე აირია ყველაფერი ვეღარ ვიცნობ აქაურობას.
„პრემიერ-მინისტრი“, იგივე „საფრანგეთის აგენტი“ ტრიტრი ანტუან ღარიბაშვილი ივანიშვილს ეხვეწება საკნიდან, არ მომკლაო. მასთან ოჯახის წევრებს არ უშვებენ. საშინლად ნანობს, რომ ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმა თავის დროზე (ჩემ გამო) და ოცნებობს რომ სახალხო დამცველი ისევ ნინო ლომჯარია იყოს და არა მისი ხელდასმული იოსელიანი.
ლილუაშვილი, რომელიც ასევე შეშინებულია, ვინაიდან ზუსტად იცის თუ როგორ ხდება ციხის ამ კორპუსში, საკვებში მძიმე მეტალების საწამლავის შერევა.
ყოფილი მინისტრი, „მაფიის მამხილებელ-ჩამშვები“ ბურჭულაძე, რომელიც ციხის თანამშრომლებთან ხმამაღლა მაქებს, იძახის რომ მე ვარ „გენიოსი“ და საქართველოს უკეთესი მმართველი არ ჰყოლია და ყველანაირად მითვლის მოკითხვებს, რომ თავის ნაცვლად კომპიუტერი მაქვს. თავს იწონებს, რომ მარტო მე და მიშა ვართ პარაშუტით გადმომხტარი მინისტრებად მუშაობის დროსო.
და ბოლოს ნიკანორ მელია, დიახ ის მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად რა უნდა. რაზეც აქაური ბადრაგებიც დაუფარავად ბრაზდებიან და სხვადასხვა არასასიამოვნო ტერმინებით მოიხსენიებენ.
და ბოლოს მე, რომელმაც საკუთარ თავს პოლიტინფორმატორის ფუნქცია გამოვუნახე და ყოველ მეორე საღამოს ეზოში შეკრებილ ბადრაგებს და მეზობელი კორპუსის პატიმრებს საკნის სარკმლიდან სკამზე ამძვრალი ლექციას ვუკითხავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ისინიც დიდი ყურადღებით მისმენენ.
დაამატეთ ამას ყოველი საღამოს, რატომღაც ზუსტად 6 საათზე, ყვავების შეკრება და ისტერიული ჩხავილი, როცა ნამდვილი ბულბული პაატა ბურჭულაძე გაჩუმებული ჰყავთ გისოსებს მიღმა, ხოდა ზუსტად „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (flying over the cuckoo’s nest) სიტუაციაა და რა გასაკვირია, რომ ადრე ფსიქიატრი ათასში ერთხელ თუ შემოივლიდა ხოლმე, ახლა პრაქტიკულად მორიგეობს ამ კორპუსში. მაგრამ გამოწერილი „აბი გლუკოზები“ მე მგონი ვეღარავის შველის.
ამასობაში მგონი წყალსადენიც გაიფიცა და ციხეში მე-3 დღეა წყალი არ მოდის …“ – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

