საქართველოში ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური გენერალ-მაიორი რიჩარდ დ. უილსონი იმყოფებოდა

საქართველოში ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური გენერალ-მაიორი რიჩარდ დ. უილსონი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ რიჩარდ დ. უილსონს.

გენერალ-მაიორმა უილსონმა თბილისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო სამშობლოსთვის თავდადებულ 4 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას. ასევე, გენერალ-მაიორი საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ეწვია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მაღალი რანგის პირებს შეხვდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები