შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს. მათი გამბედაობა და თავგანწირვა კვლავაც ქართველი ხალხის რუსეთის საოკუპაციო ძალების წინაშე დამოუკიდებლობისადმი ერთგულების სიმბოლოდ რჩება. საფრანგეთი პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

