საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, სომხეთის, ჩინეთის, კენიის, კუბის, უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ეთიოპიის, იორდანიის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, ტაილანდისა და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 113 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები