GUARDIANGE-ის ფოტო: თბილისი, გლდანის რაიონის პირველი მიკრორაიონი, 2026 წლის ივლისი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 3.9 პროცენტით.
მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 3.5 პროცენტით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით შემცირდა 0.1 პროცენტით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 5.8 პროცენტით.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსის წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით გაზრდა ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.01 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 16.6-პროცენტიანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც, შესაბამისად, 1.9 და 1.01 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.3 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

