„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

ლიბერთი, სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ ერთ პარტნიორულ შეთავაზებას აანონსებს. დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებიევექსი ლაბისლაბორატორიულ კვლევებზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

შეთავაზებით სარგებლობა მარტივიამომხმარებელმა მომსახურების საფასური ლიბერთის ტერმინალზე, ლიბერთის სოციალური ბარათით უნდა განახორციელოს.

ახალი შეთავაზებაევექსისმიერ წარმოდგენილ თანამედროვე ლაბორატორიების ქსელს – „ევექსი ლაბსუკავშირდება, რომელიც ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ბრენდის კონცეფცია – „უფრო ახლოს“ – ეფუძნება იდეას, რომ ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება ადამიანებისთვის იყოს უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული.

“ევექსი ლაბის” პირველი ხუთი ლაბორატორია უკვე ფუნქციონირებს თბილისის სხვადასხვა უბანში, ხოლო წლის ბოლომდე კომპანია კიდევ 15 ფილიალის გახსნას გეგმავს. განვითარების შემდეგ ეტაპზე კიევექსი ლაბისქსელი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

ლიბერთი პარტნიორებთან თანამშრომლობით აგრძელებს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

“ევექსი ლაბის“ შესახებ

“ევექსი ლაბი” თანამედროვე ლაბორატორიების ქსელს აერთიანებს და მიზნად ისახავს ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა ხარისხიანი სერვისი ადამიანებისთვის უფრო ახლოს, მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს.

დეტალური ინფორმაცია: https://evex.ge/ka/evexilab 

ლიბერთი ბანკის შესახებ

2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა. 

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.  

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი.  ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. 

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები