2 ივლისს საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს არის უზბეკეთის უმაღლესი რანგის ლიდერის პირველი ვიზიტი საქართველოში.
მათივე ცნობით, უზბეკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.
უმაღლესი დონის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერის გაკეთების ოფიციალური ცერემონია, სადაც უზბეკეთის პრეზიდენტი სამახსოვრო გზავნილს დატოვებს.

