2026 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. 2026 წლის მაისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 632.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი მაისის მდგომარეობით 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, მაისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 632.9 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-მაისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 1,465.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 27 ივლისს გამოაქვეყნებს.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

