ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი აღვან ბდოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო სამი საკითხი:
1.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
2.,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.
დღის წესრიგის პირველი საკითხი დადებითად შეფასდა, დანარჩენი ორი საკითხი კი ერთხმად დამტკიცდა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.



