კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. დაუნინგ სტრიტზე გაკეთებული განცხადებით
მისი განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება, რაც მან თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო, „საყვარელი ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას“ უკავშირდებოდა. სტარმერი მადლობას უხდის თავის „ფანტასტიკურ მეუღლეს, ვიკს“, რომელიც „კლდეს“ შეადარა.
ის ასევე ამბობს, რომ სურს იყოს „საუკეთესო მამა“, მისი „ლამაზი შვილებისთვის, რომლებიც მისი „სიამაყე და სიხარული არიან“.
ენდი ბერნჰემი, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, დღეს ვესტმინსტერში იქნება, რათა გასულ კვირას შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მეიკერფილდის პარლამენტის წევრის თანამდებობა დაიკავოს.
სტარმერის თქმით, იგი დღეს დილით მეფეს ესაუბრა, რათა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობებინა.
მან „ლეიბორისტული პარტიის“ ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს სთხოვა, შეადგინოს გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ლიდერობის კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება და ზაფხულის არდადეგებამდე დასრულდება.
ეს ნიშნავს, რომ ახალი ლიდერი სექტემბერში პარლამენტის დაბრუნებამდე იქნება არჩეული.
მანამდე სტარმერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს.
გადადგომის გამოცხადებამდე სტარმერმა თქვა, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ იყო.
მან აღნიშნა, რომ პარტია შეცვალა „ანტისემიტიზმის შხამის ამოძირკვით, ეკონომიკის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ნდობის აღდგენით“.

