ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმა და ხორციელდება.
მშენებლობის პროცესს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანე არტურ დავთიანი ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 345 000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

