ლევან ჟორჟოლიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 6.5%-მდე გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 6.5%-მდე გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, „აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ატარებს, ასევე უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არის სახეზე“.

„შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა. ჩვენ პირველ ოთხ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. ზოგადად, ბოლო ოთხ წელიწადში ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ჩვენი მიზანია, აღნიშნული ზრდა თანაბრად იგრძნოს მოსახლეობამ“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები