საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.

შსს-ც ცნობით, მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.

„გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

გიორგი ბახუაშვილი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაში მუშაობდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები