ირაკლი კობახიძე: იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შეგვიძლია, განვიხილოთ ვერსია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით

ჩვენ დავაკვირდით დაახლოებით ერთი წლის მონაცემებს და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ, არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შესაძლებელია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით მსჯელობა.

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სტატისტიკას და იმას, რა გავლენას ახდენს ჯარიმების ზრდა სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ დავაკვირდით გასული დაახლოებით ერთი წლის მონაცემებს და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, აბსოლუტურად შეგვიძლია, განვიხილოთ ასეთი ვერსია, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით. ამაზე უნდა ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები