ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი თბილისში, მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო

თბილისში, მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი – „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ გაიმართა, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი დაესწრნენ.

ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი როლი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაშია.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, მდგრადი განვითარების მიმართულებებზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ.

ფორუმში მონაწილეობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები