ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები — თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ოლგა მელიქიძე, ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალქალაქის №4 საჯარო სკოლაში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს, რომელიც ქართული კულტურის სიყვარულითა და ქვეყნის ისტორიისადმი პატივისცემით იყო გამორჩეული.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების, თავისუფლების იდეისა და სამშობლოს სიყვარულის გაძლიერება, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და დამოუკიდებელი საქართველოს მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრება იყო.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

