ქალაქ ნინოწმინდაში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოცეკვავეებმა და მომღერლებმა მიიღეს.
ნინოწმინდის მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.




