სუს-ის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სუს-ის ინფორმაციით, გელაძემ შეხვედრაზე პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის საკვანძო სფეროებისა და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტების თვისებრივი განვითარების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. გელა გელაძემ სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა. დაზვერვის სააგენტოში სტუმრობისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც გაეცნო“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები