საფრანგეთის საელჩო: საფრანგეთი წარმატებას უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში

საქართველოში საფრანგეთის საელჩო შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში.

„საქართველოში საფრანგეთის საელჩო ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს.

საქართველოს მართლმადიდეებელი ეკლესიისა და მთელი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საფრანგეთი წარმატებას უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში“, – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მისალოც ტექსტში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები