აშშ-ის საელჩო: ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო III-ის არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად

„ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო III-ის არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან–მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან–ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას“, – ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები