მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მიმართავს: გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ შიო III-ს

მინდა მოგმართოთ თქვენს პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის.

გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან. ამას გწერთ, როგორც ჩვენი ეკლესიის მრევლი და ის ლიდერი, რომლის დროსაც ისტორიულად უპრეცედენტო მასშტაბით გაძლიერდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ხალხი დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, აღდგა 300-მდე ტაძარი, მათ შორის ბაგრატი, ფოთის ტაძარი, ნეკრესი და უამრავი სხვა, ხუთჯვრიან დროშას მიენიჭა სახელმწიფო დროშის სტატუსი, პირველად შემოვიდა ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება.

მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მას განსაკუთრებული მოფრთხილება და ჩარევებისგან დაცვა სჭირდება.

ყველა ქართველმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის მშობლიური ეკლესია და მისი სულიერი საყრდენი, სადაც მის დისკრიმინირებას არავინ დაუშვებს და პირიქით ეკლესია დაიცავს მას უსამართლობისგან და თანადგომას გაუწევს“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები