ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ნორიკ სააკიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ორი საკითხი:
1.„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

