ჯუანშერ ბურჭულაძე: მე და ჩემი ოჯახი 4,5 წელი ვაშინგტონში ვცხოვრობდით, 2006-2009 წლებში ჩემი შემოსავალი წელიწადში 3-4 მილიონ ლარს შეადგენდა… რაც ჩამოვთვალე, დეპოზიტზე რომ დამედო, 15 წლის განმავლობაში, ის გახდებოდა 8 მილიონი დოლარი, ვგავარ იმ კაცს რომ ფული გადამეყარა, თუ კაზინოში ვთამაშობდი?

„…შინაარსობრივად გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის ქონება 2015 წლის შემდეგ გაუმჯობესდა თუ არა. 2015 წელს ჩემი ერთი შვილი 15 წლის იყო, მეორე -13 წლის, ერთი 7 წლის წინ დაოჯახდა და თავის საქმიანობას ეწევა და ჩემთან კავშირში არაა.

მე და ჩემი ოჯახი 4,5 წელი ვაშინგტონში ვცხოვრობდით, იქ ვმუშაობდი, 2015 წლის შემდეგ ხარჯები თუ გამეზარდა, ეს ბუნებრივია. თუ ჩემს მიმდინარე ხარჯებს და შეძენილ ქონებას შევადარებთ იმ პერიოდს, ვიდრე ამერიკაში სამუშაოდ წავიდოდი, ჩემი შემოსავალი 10-ჯერ მეტი იყო. ამონაწერები მაქვს წარმოდგენილი, 2006-2009 წლებში ჩემი შემოსავალი წელიწადში დაახლოებით, 3-4 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახის თანხები, მაშინ ბარათების გამოყენება დახვეწილი არ იყო, თანხები შემქონდა, ან ბიზნესის ინვესტირებისთვის იყო, ვახურდავებდი ლარად და იმას ვხარჯავდი ოჯახში. 600 000-ის კომუნალური მაქვს გადახდილი, მანამდე 143 000 ლარი მაქვს კომუნალურში გადახდილი, მაშინ 8 ბინა მქონდა, მერე 6 ბინა, ეს ხომ ალოგიკურია? კომუნალური გაძვირდა, მაგრამ 4-5-ჯერ არ გაძვირებულა ხომ? კომუნალურებიც კი ბარათზე არ მქონდა მიბმული, პირდაპირ შემქონდა მიმღების – „თელასის”, „ყაზტრანსგაზის” და ა.შ. ანგარიშის ნომერზე. 2015 წლამდე 8 ბინა მქონდა. მოგვიანებით განგიმარტავთ, თანხები რაში მქონდა ინვესტირებული და რას ვიღებდი.

ავხსნი, რა უნდა იყოს ჩემს შემთხვევაში გათვალისწინებული. გამოდის, რომ ეჭვი უნდა მივიტანოთ ყველაზე, ვისაც ემიგრანტი ჰყავს ოჯახის წევრი და ბინა გაქირავებული აქვს. შემოსავალი რაც იყო, ყველაფერი დამიდასტურა ბრალდების მხარის წარმოდგენილმა მოწმეებმა.

2006 წელს ჩემმა ოჯახმა გაასხვისა რუსთაველის გამზირზე მდებარე ქონება 1 600 000 ლარად, საიდანაც გასავალი ჩანს – მე და დედაჩემმა ბანკიდან გავიტანეთ დაახლოებით, 700 000 დოლარი. გარდა ამისა, მივიღე 900 000 დოლარი, რადგან საწარმოში პატრონების წილები გამოვისყიდე, გავაქირავე, რუსთაველზე მაღაზია რომ არის, „დიკა” ჩვენი ფართი იყო და ასევე წყეული კაზინოც პირველიც და მეორეც საქართველოში ჩვენი იყო, საიდანაც შემოსავლებს ვიღებდი იჯარის სახით.

1000 კვ მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ფლობდა ჩვენი ოჯახი. 1 200 000 დოლარი 2007-2008 წლის განმავლობაში ბებიაჩემს ჩაერიცხა. დედაჩემი, მამაჩემი დედისერთაა, მამაჩემი, დედაჩემი და ბებიაჩემი ერთად ცხოვრობენ და სამეწარმეო საქმიანობით იყვნენ დაკავებული. თანხების მემკვიდრე სხვა არავინ ყოფილა, ერთი ძმა მყავს და სასულიერო პირია.

ამერიკაში 6 000 დოლარზე მეტი შემოსავალი მქონდა, ის თანხა იქ იხარჯებოდა… იმ ქონებებს, რომელსაც 2015 წლამდე ვფლობდი, 7-8 ბინა იყო, ბუნებრივია, მით უმეტეს, ამერიკაში რომ ვცხოვრობდი, ვაქირავებდი. დიღომში კერძო სახლი მქონდა, სამსართულიანი, 140 000 დოლარად გავყიდე, 2010-2014 წლებში გაქირავებული მქონდა, 90 000 დოლარი მაქვს იქიდან მიღებული.

რაღაც ქონებებს ვყიდდი თავიდანვე, ან ვაქირავებდი, მოკლედ არ ვჩქარობდი… პირველი სკოლის უკანაც მქონდა ინვესტიცია, ყველა ქონება რაც შევიძინე, სარგებლის სახით მქონდა მიღებული. ნუცუბიძის ბინა 2010 წელს ვიყიდე, აშშ-ში რომ წავედი, გავაქირავე. ფალიაშვილის გამზირზე, ნასიძის გამზირზე ბინა გაქირავებული მქონდა…

რაც ჩამოვთვალე, დეპოზიტზე რომ დამედო, 15 წლის განმავლობაში, ის გახდებოდა 8 მილიონი დოლარი, ვგავარ იმ კაცს რომ ფული გადამეყარა, თუ კაზინოში ვთამაშობდი? […] თუ ოჯახი გაინტერესებთ, [შვილი]ყველაზე მსხვილი ბრენდი, რაც არის მსოფლიოში ავტომობილების, არათუ მფლობელი, არამედ წარმომადგენლები არიან საქართველოში, მოსკოვში აქვთ რკინის ქარხანა. რა კომპანიებიც დააფუძნა, რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები არიან, შავ პიარს ამიგორებენ-მეთქი და ბავშვს ვთხოვე, არ დაგინახო ქალაქში მაგ მანქანით, ბავშვს შევუზღუდე ცხოვრება სრულად, რომ ჩემზე რამე არ ესაუბრათ…. ეს ჩემი ლეგალიზაციაა?“ – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე, როგორც ამას ტელეკომპანია „მთავარის“ „ფეისბუქგვერდი“ „ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით იტყობინება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები