სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები