სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის ხელმძღვანელობით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მთის ფონდისა და სტიქიის პრევენციის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები. ასევე, იმსჯელეს ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიური მოვლენების და მათი სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაოების ხარისხის კონტროლს, ვადების დაცვასა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას.

საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი პროექტები მოიწონეს.

სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები