აშშ-ის საელჩო: 1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი

საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ მეგობრებს დედაენის დღეს ულოცავს.

როგორც აშშ-ის საელჩო წერს, 1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი.

„დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას. ვულოცავთ დედაენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს!“ – წერს საქართველოში აშშ-ის საელჩო.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები