ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ითანამშრომლებს ირანთან, „რომელმაც, ჩვენი დასკვნით, გაიარა ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილების პროცესი!“

როგორც ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ირანი ურანს არ გაამდიდრებს და აშშ თეირანთან ითანამშრომლებს, რათა „ამოთხარონ და მოაშორონ ღრმად დამარხული (B-2 ბომბდამშენების) ბირთვული „მტვერი“.

„ის, ახლაც და ყოველთვის, ძალიან მკაცრი თანამგზავრული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა“.

„თავდასხმის დღიდან არაფერი შეცვლილა. ჩვენ ირანთან ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქებაზე ვსაუბრობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მოლაპარაკებებს. 15 პუნქტიდან ბევრზე უკვე შეთანხმება მიღწეულია“, – წერს ტრამპი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები