ნავთობის ფასები 15%-ით დაეცა, მაგრამ ბრენტის მარკის ნავთობი მაინც 30%-ით უფრო ძვირია, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე იყო

GUARDIANGE – აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების გამოცხადებისა და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ნავთობის ფასები ოთხშაბათს, 8 აპრილს, საგრძნობლად დაეცა.

როგორც BBC იტყობინება, ბრენტის ნავთობის ფასი თითქმის 15%-ით ჩამოვიდა დაბლა და ბარელზე 94 დოლარს მიაღწია.

ეს მნიშვნელოვანი ვარდნაა თითქმის 120-დოლარიან ნიშნულთან შედარებით, რაც ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაზრები ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით არაერთხელ დააბნია – ერთ მომენტში მან ომიდან გასვლის სტრატეგიაზე მიანიშნა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ირანზე „უკიდურესად ძლიერი“ დარტყმით და „ქვის ხანაში დაბრუნებით“ დაიმუქრა.

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ნავთობის გადაზიდვის არხის – ფაქტობრივად დახურვამ, ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის გადაზიდვები სერიოზულად შეაფერხა.

როგორც BBC შენიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასების ვარდნა მისასალმებელია, ბრენტის მარკის ნავთობი მაინც 30%-ით უფრო ძვირია, ვიდრე 28 თებერვალს, კონფლიქტის დაწყებამდე იყო.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები