მიხეილ სააკაშვილი: მივესალმები ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში, ალიევს ივანიშვილისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ ჰყავს პოლიტპატიმრები

„მივესალმები ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. რაც შეეხება აფგან სადიგოვს, ის ბაქოში მალევე გაათავისუფლეს, ალიევს ივანიშვილისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ ჰყავს პოლიტპატიმრები.

ასევე აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი მიუტალიბოვი, რომელიც ალიევებთან დაპირისპირებული იყო, არავის დაუპატიმრებია და დიდ პატივში ცხოვრობს ბაქოში, ისევე როგორც ელჩიბეი, პრეზიდენტობის შემდეგ, სიკვდილამდე, საგანგებოდ გამოყოფილ რეზიდენციაში ცხოვრობდა ნახიჩევანში“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები