საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ილჰამ ალიევს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა.

ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები