აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მდივანმა რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს დაურეკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისის განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები