ორშაბათს, 30 მარტს, ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმების დაწყებიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, აზიის ბაზრების გახსნისას ნავთობის ფასმა 115 დოლარს გადააჭარბა.
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 115.84 აშშ დოლარია, რაც 2.9%-ით მეტია.
28 თებერვლამდე, როდესაც აშშ-სა და ისრაელის ირანზე თავდასხმები დაიწყო, ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 72 აშშ დოლარი იყო.
ფასმა პიკს 19 მარტს მიაღწია, ბარელზე 118 დოლარს, ხოლო 27 მარტის შუადღის მონაცემებით, ის 112 დოლარზე ოდნავ დაბალი იყო – მნიშვნელოვნად მეტი ომამდელ ფასთან შედარებით.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას შეუძლია „ირანს ნავთობი წაართვას“ და მისი საწვავის მთავარი ცენტრი, ხარგის კუნძული, ხელში ჩაიგდოს.
„ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ს კუნძულის „ადვილად“ აღება შეუძლია და დასძენს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა „საკმაოდ სწრაფად“ შეიძლება.

