სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში მეუფე შიო პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით, მეუფე შიო პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება.

„ოთხშაბათს, 25 მარტს სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან. მოგეხსენებათ, 25 მარტს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.

ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, გადაიხდის პარაკლისს და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს. მსახურება დაიწყება 14:00 საათზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები