GUARDIANGE-ის ფოტო: სამების საკათედრო ტაძარი, 2026 წლის 21 მარტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს და სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და სხვა ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს სთხოვს, დაკრძალვამდე დარეკონ სამგლოვიარო ზარები.

