GUARDIANGE – ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ქვეყნის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი ბოდიშს იხდის მეზობელი ქვეყნების წინაშე და აღნიშნავს, რომ თეირანი „არ აპირებს მეზობელ ქვეყნებში შეჭრას“.
„მე საჭიროდ მიმაჩნია ბოდიში მოვიხადო მეზობელი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც თავს დაესხნენ“, – აცხადებს ის.
„ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას“, – განაგრძობს ირანის პრეზიდენტი და მოუწოდებს მეზობელ სახელმწიფოებს რეგიონულ თანამშრომლობას „მშვიდობისა და სიმშვიდის დასამყარებლად“.
ფეზექშიანი დასძენს, რომ შეიარაღებული ძალებს ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გააცნეს და უთხრეს, რომ „ამიერიდან არ დაესხნენ მეზობელ ქვეყნებს, თუ ისინი პირველნი თავად არ დაესხმებიან თავს“ ირანს.
„ისინი, ვინც ირანზე თავდასხმისთვის ამ მომენტის გამოყენებას განიხილავენ, არ უნდა გახდნენ იმპერიალიზმის მარიონეტები“, – აცხადებს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ისრაელის ან აშშ-ს მხარდაჭერა „ღირსებისა და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არ არის“.

