GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ამჟამად ირანში აშშ-ის ჯარების გაგზავნა „დროის ფუჭად დაკარგვა“ იქნებოდა და რომ ის ახლა ამაზე არ ფიქრობს.
„ეს დროის ფუჭად დაკარგვაა. მათ ყველაფერი დაკარგეს. მათ დაკარგეს საზღვაო ფლოტი. მათ ყველაფერი დაკარგეს, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა“, – განუცხადა ტრამპმა ხუთშაბათს NBC-ს და დასძინა, რომ დარტყმების ტემპი და ინტენსივობა გაგრძელდება..
მან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ირანი მზად იყო აშშ-ის ან ისრაელის სახმელეთო შეჭრისთვის, „ფუჭი კომენტარი“ უწოდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას სურდა ირანის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის სტრუქტურის „გასუფთავება“.
„ჩვენ გვინდა, რომ მათ კარგი ლიდერი ჰყავდეთ. ჩვენ გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგ საქმეს გააკეთებენ“, – თქვა მან, მისთვის რომელიმე ფავორიტი კანდიდატის დასახელების გარეშე.

